19 აპრილი 2024,   15:08
ვრცლად
ხანძარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - დამწვარია საცხოვრებელი ბინის სამი ოთახი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყალში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ყოფილი მეფრინველეობის დასახლებაში საერთო საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა.

ხანძრის შედეგად დამწვარია საცხოვრებელი ბინის სამი ოთახი.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მეხანძრეებმა ბინის პატრონი და საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელეს და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

დღის ამბები