19 აპრილი 2024,   18:33
ვრცლად
ჩხრეკა „ბასიანში“ მოწმეების გარეშე - კლუბში მდებარე რამდენიმე სეიფი სამართალდამცველებმა მფლობელების დასწრების გარეშე გახსნეს

ჩხრეკა „ბასიანში“ მოწმეების გარეშე - დღის ბოლოს ღამის კლუბში მდებარე რამდენიმე სეიფი სამართალდამცველებმა მფლობელების დასწრების გარეშე გახსნეს. რა ამოიღო კრიმინალურმა პოლიციამ დაკეტილი კარადებიდან, უცნობია.

„სეიფი არის გახსნილი. მაშინ, როდესაც გასაღებს აძლევდა ერთ-ერთი დირექტორი ოპერატიულ მუშაკს, რომ აგერ არის გასაღები და ჩემთან ერთად გააღეო, არ დაიტოვა. შემდეგ გამოძახებული იქნა, როგორც ჩანს, სპეციალისტი სეიფის გახსნის თაობაზე. სეიფი გახსნილი იქნა.

"ჯერ დაიწყო ჩხრეკა და შემდეგ წარუდგინეს დოკუმენტი ჩხრეკის თაობაზე, რაზეც არ დაეთანხმა ბატონი გოცაძე და ასევე არ დაეთანხმა იმას, რომ ის ავტომატის ქვეშ ჰყავდათ  კედელთან მიყენებული და ამ დროს სთხოვდნენ, რომ ხელი მოეწერა დოკუმენტზე და არ მოუწერა და მოითხოვა იურისტი, რისი უფლებაც არ მისცეს. აქ ბევრი უკანონობები იკვეთება,“ - განაცხადა კლუბ "ბასიანის" დამფუძნებლის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა.

დღის ამბები