21 ივნისი 2018,   16:32
ვრცლად
"შემოვიღეთ ახალი რეალობა, სადაც გაცილებით უფრო მაღალი იქნება ადამიანის შემოქმედებითი თავისუფლება" - ლევან გოგიჩაიშვილი გამოხატვაზე აკრძალვების დაწესებაზე

ცენზურა ხელოვნებისთვის - კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ლევან გოგიჩაიშვილი, საზოგადოების ცალკეული ფენების მიერ გამოთქმულ შეფასებას არ ეთანხმება.

საუბარია კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ხელოვნების ნებისმიერი დარგის წარმომადგენელს აეკრძალება სხვისი გრძნობების შეურაცხყოფა.

ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ იმ პირებს, რომლებიც აკრიტიკებენ კანონპროექტს, ან არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია, ან მიზანმიმართულად შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში.

მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რატომ აპროტესტებს ამ საკითხს. პროცესი არის სამოქალაქო. სასამართლო პროცესი არის და ჩვენ ამ პროცესით ავწიეთ სტანდარტი. შემოვიღეთ ახალი რეალობა, სადაც გაცილებით  უფრო მაღალი იქნება ადამიანის შემოქმედებითი თავისუფლება და ის კანონმდებლობა, რომელიც აძლევდა საშუალებას ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს, თვისი ნებასურვილით ამა თუ იმ ფორმით ჩარეულიყო, ყადაღა დაედო, ახლა ეს პროცესი გადადის სასამართლოში,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ, თუ ხელოვნებს აქვთ კითხვები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, უმრავლესობა მზად არის, გაფართოებული შეხვედრა გამართოს. ის ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ისაუბროს არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც.

რაც შეეხება ლია უკლებას ნახატს - „თვითმკვლელი ღვთისმშობელი“, არის თუ არა ის ასაკრძალი ნამუშევარი, ჟურნალისტის ამ კითხვაზე ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ „ეს ადამიანზეა დამოკიდებული“. 

"მე არ მომწონს ეს საკითხი, მაგრამ არ გამიჩნდებოდა სურვილი, მიმემართა სასამართლოსთვის. მე არ ვთვლი ამას განსაკუთრებულ შედევრად," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები