20 აპრილი 2024,   07:28
ვრცლად
კანონპროექტის ავტორია ბატონი გოგიჩაიშვილი და განმარტებითი ბარათი არ აქვს წაკითხული - სულხან სალაძე

„კანონპროექტის ავტორია ბატონი გოგიჩაიშვილი და განმარტებითი ბარათი არ აქვს წაკითხული, განმარტებითი ბარათში სხვა რაღაცები წერია დიდ ნაწილში,“ - ეს განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.

სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ ახალი კონსტიტუციის შემუშავების დროს საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა, მმართველი გუნდის გარდა, ყველა წევრმა დატოვა და ქვეყნის მთავარი კანონი ერთპარტიულად მიიღეს.

„ეს გამოსვლა ჩემთვის იყო კლასიკური მაგალითი, როგორ არ უნდა საუბრობდეს დეპუტატი. პრაქტიკულად, ყოველი მეორე ფრაზა აცდენილი იყო რეალობას, რომელ ადმინისტრაციულ ორგანოებზე საუბრობს, რომელ პროკურატურაზე, რომელ შსს-ზე, რომელ სასამართლოზე, ეს საერთოდ ამოვარდნილია კონტექსტიდან,“ - განაცხადა სალაძემ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პერიოდში აღნიშნულ მუხლზე მსჯელობისას მისი ორგანიზაციის ინიციატივა იყო, რომ აღნიშნულო მუხლში ტერმინი არ შეცვლილიყო და დარჩენილიყო ტერმინი "ინტელექტუალური საკუთრება".

მმართველი გუნდის ინიციატივით, "კულტურის შესახებ" საქართველოს კანონსა და "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილებები შევა, რომლის თანახმად, სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის სხვა ადამიანის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს ლახავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები