19 აპრილი 2024,   04:21
ვრცლად
ზუგდიდის მე-5 სკოლაში მოსწავლეებს დირექტორმა ბოლო ზარის ჩატარების უფლება არ მისცა

ზუგდიდის მეხუთე საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებმა სკოლა ბოლო ზარის გარეშე დაასრულეს. სკოლის დირექტორმა გარკვეული მიზეზების გამო კლასს ბოქლომი დაადო და
მოზარდებს სკოლის დასრულების აღნიშვნის უფლება არ მისცა.

მოგვიანებით სკოლის ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება შეცვალა, თუმცა ამჯერად კლასში შესვლაზე უარი უკვე მოზარდებმა განაცხადეს და დირექტორი მათი უფლებების შელახვაში დაადანაშაულეს. საქმეში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთო. საია დირექტორის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებაზე საუბრობს.

დღის ამბები