24 აპრილი 2024,   14:48
ვრცლად
"საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" - უკრაინის რადაში საარქივო მასალების გამოფენა მოეწყო

"საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" - საარქივო მასალების გამოფენა საზეიმოდ გაიხსნა უკრაინის უმაღლეს რადაში.

ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებისა და საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერობების დამყარების 100 წლისთავს უკავშირდება.

ექსპოზიციის ინიციატორი უკრაინაში საქართველოს საელჩოა.

გამოფენა, რომელიც 25 მაისამდე გაგრძელდება უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ და საქართველოს ელჩმა გახსნეს.

დღის ამბები