დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად შეერთებული შტატები სამიტისთვის მზადებას განაგრძობს.
სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, ვაშინგტონი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ 12 ივნისს დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა წარმატებული იყოს.
მაიკ პომპეომ პრეს-კონფერენციაზე ირანის თემაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ცვლილებები რომლებსაც შეერთებული შტატები ირანისგან ითხოვს, რთული განსახორციელებელი არ არის.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი იმაშიც დარწმუნებულია, რომ ევროპულ ქვეყნებთან ერთად, საერთო დიპლომატიური მიდგომის შემუშავება შესაძლებელია.