გრანდიოზული საქორწინო ცერემონიის შემდეგ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდნენ. სასექსის ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ მონაწილეობა მიიღეს პირველ ოფიციალურ ღონისძიებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლის ბაღში გაიმართა.
წვეულება პრინც ჩარლზის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე ნოემბერში 70 წლის ხდება. ღონისძიება მისი საქველმოქმედო ფონდების საქმიანობასაც მიეძღვნა.
მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ 19 მაისს ქალაქ უინძორში იქორწინეს.