"ფეისბუქის" დამფუძნებელმა ამერიკელი კანდონმდებლების შემდეგ მონაცემთა უკანონო გამოყენებისთვის ბოდიში ევროპელ პარლამენტარებსაც მოუხადა.
მარკ ცუკერბერგი დეპუტატების შეკითხვებს 20 წუთის განმავლობაში პასუხობდა. მან აღიარა, რომ ბრიტანულმა ფირმამ "კემბრიჯ ანალიტიკამ "ფეისბუქი " მომხმარებლებისთვის ზიანის მისაყენებლად გამოყენა. მისი პასუხებით და მოსმენით ფორმატით ევროპარლამენტარები უკმაყოფილო დარჩნენ.
მათი თქმით, ფორმატიდან გამომდინარე ცუკერბერგი პასუხის გასაცემად მხოლოდ სასურველ შეკითხვებს არჩევდა. ევროპარლამენტის გარდა ფეისბუქის დამფუძნებელი ბრიტანეთის პარლამენტშიც დაიბარეს. თუმცა ის ლონდონში გამგზავრებაზე ჯერჯერობით უარს აცხადებს.