20 აპრილი 2024,   17:16
ვრცლად
„ჩვენ ჩვენი იარაღითა და ტექნიკით ვერავის გავაკვირვებთ“- ირაკლი სესიაშვილი დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმის საჭიროებას ვერ ხედავს

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მთავრობა სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს, თუმცა ცნობილია, რომ სამხედრო აღლუმი არც წელს გაიმართება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აღლუმის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ საქართველო შეიარაღებით ვერავის გააკვირვებს.

„ცივი ომის დროს აღლუმის არსი ორ დაპირისპირებულ დიდ მხარეებს შორის იყო ის რომ მოეხდინათ ერთმანეთის წინააღმდეგ საკუთარი ძალისა და ტექნიკის დემონსტრირება
რაც იყო იმ საუკუნისთვის იმ საინფორმაციო სივრცისთვის ზემოქმედების გარკვეული მექანიზმი. 21-ე საუკუნეში აღლუმი...ზოგადად ზეიმს უნდა ჰქონდეს ზეიმის ფორმა, ჩვენ ჩვენი იარაღითა და ტექნიკით ვერავის გავაკვირვებთ,“-აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი კი აღნიშნავს, რომ 26 მაისის დღესასწაულზე სამხედრო კომპონენტი იქნება წარმოდგენილი, თუმცა არმიის მომზადების დემონსტრირება სამხედრო ოპერაციების დროს უნდა მოხდეს.

„სამხედრო კომპონენტი იქნება ძალიან სერიოზულად წარმოდგენილი და მნიშვნელოვანწილად ამას ექნება  სამშვიდობო არსი სამშვიდობო შინაარსობრივი დატვირთვა. 
სამხედრო მომზადება და არმიის მომზადება საკმაოდ ნათლად ჩანს უკვე რეალურ ოპერაციებში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ატარებს“-აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები