19 აპრილი 2024,   10:53
ვრცლად
თავიდანვე მსურს მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოსთან მიმართებით ვმუშაობთ ნატო-ში გაწევრიანებაზე - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი

სენატის საგარეო კომიტეტის მოსმენის მთავარი თემა შეერთებული შტატების 2019 წლის ბიუჯეტი იყო, თუმცა საუბარი საქართველოსაც უკავშირდებოდა. შტატების სახელმწიფო მდივანმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრა. სენატორის კითხვაზე, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინააღმდეგ რუსულ აგრესიას უკავშირდებოდა, მაიკ პომპეომ უპასუხა, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს, რომლებსაც დასავლეთის კურსი აქვთ არჩეული.

„გვაწუხებს რუსეთის აგრესია, რომელიც თავიდან მოლდოვაში დაიწყო, შემდეგ საქართველოს რეპუბლიკას მისწვდა და მოგვიანებით უკრაინაში 10 000 ადამიანი იმსხვერპლა. კიდევ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად საჭირო შეიარაღების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით სამ ხსენებულ რესპუბლიკაში, რათა პუტინის რეჟიმის აგრესია შევაჩეროთ?“-განაცხადა ჯო უოლსონმა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კი განაცხადა, რომ დაინტერესებულია იმ ქვეყნების შეიარაღების შესწავლით, რომლებსაც რუსეთი ავიწროვებს. საქართველოსთან მიმართებაში კი ხაზი გაუსვა ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას.

„არ ვიცი იმ სამი ქვეყნის შეიარაღების საკითხები. სიამოვნებით გავეცნობი საკითხს უფრო დეტალურად. ამ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დიალოგი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გვქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში. თავიდანვე მსურს მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოსთან მიმართებით ვმუშაობთ ნატო-ში გაწევრიანებაზე. ეს ის საკითხებია, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ ამ ქვეყნების მოსახლეობას სწორი გზით. გასულ წელს ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის იარაღი და სისტემები მიგვეწოდებინა, რასაც ამჟამად იყენებენ. ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი იმ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წარმოჩინებისთვის, რომლებიც დასავლეთის გზას ადგანან,“-განაცხადა მაიკ პომპეომ.

დღის ამბები