25 აპრილი 2024,   07:43
ვრცლად
პოროშენკომ ტრამპთან ხანგრძლივი შეხვედრისთვის 400 ათასი დოლარი გადაიხადა - BBC

400 ათასი დოლარი დონალდ ტრამპთან ხანგრძლივი შეხვედრის სანაცვლოდ - BBC წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფრომაციას, რომ უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის შეხვედრის ორგანიზებისთვის დონალდ ტრამპის პირად ადვოკატს მაიკ კოენს სწორედ ეს თანხა გადაუხადეს.

ბრიტანული მედიასაშუალების ცნობით, ხანგრძლივი შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოს სჭირდებოდა, რისთვისაც მან ყველა საშუალება სცადა, საბოლოოდ კი დამხმარებისთვის ტრამპის ადვოკატს მიმართა.

კოენი შეხვედრის ორგანიზებაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ვაშინგტონში უკრაინის ლობისტებმა მაღალი რანგის მოლაპარაკებების დაგეგმვა ვერ შეძლეს. იცოდა თუ არა ტრამპმა ამ გარიგების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები