15 აგვისტო 2018,   22:56
ვრცლად
ძიუდოისტების პროტესტი გრძელდება - სპორტსმენები პრემიერს დაინტერესებისკენ მოუწოდებენ

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ძიუდოისტები საპროტესტო აქციას დღესაც გააგრძელებენ.

ისინი რამდენიმე საათში ისევ ფედერაციის შენობასთან შეიკრიბებიან. სპორტსმენები ამბობენ, რომ აუცილებელია საკითხით ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც დაინტერესდეს.

 უკვე რამდენიმე დღეა ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ და პროტესტის შეწყვეტას ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ გეგმავენ.

„პროტესტი გრძელდება. 11:00 საათზე შევიკრიბებით ძიუდოს ფედერაციასთან და იქ გავაცნობთ ჩვენს მხარდამჭერებს სამომავლო გეგმებს“-ამბობს ძიუდოისტი გიორგი გველესიანი.

დღის ამბები