19 აპრილი 2024,   15:32
ვრცლად
კვირიკაშვილის ვიზიტი აშშ-ში დასრულდა - პრემიერმა ვიცე-პრეზიდენტთან, კონგრესმენებთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა გამართა

პრემიერ კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში დასრულებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა საზღვაო ობსერვატორიაში ვიცეპრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.

მაიკ პენსისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის მთავარი საკითხი ორ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა იყო. მხარეებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასა და ალიანსისკენ მიმავალ გზაზე ამერიკის დახმარებაზე ილაპარაკეს.

საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში კომენტარი გაავრცელა. მან საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ვიზიტის ბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

ვაშინგტონში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერმა შეხვედრები გამართა კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებთანაც. პირველი მოლაპარაკება კი საქართველოს მთავრობის მეთაურს ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ჰქონდა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები