16 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას სულელური უწოდა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მაიკ პენსმა კორეა ლიბიას შეადარა, სულელური უწოდა. ოფიციალური ფხენიანის მტკიცებით, ის ვაშინგტონს დიალოგს არ შეეხვეწება და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დაგეგმილი სამიტის ბედი მთლიანად ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებზეა დამოკიდებული. ბოლო დღეების განმავლობაში ორივე მხარის მიერ არაერთხელ გაკეთდა მინიშნება, რომ 12 ივნისის შეხვედრა შესაძლოა გადაიდოს. დონალდ ტრამპის თქმით, ზუსტი გადაწყვეტილება მას მომავალ კვირას ეცოდინება. 

დღის ამბები