25 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
ივანიშვილის მორიგი ხეები-ზუგდიდიდან ინგირში კიდევ 2 ხე გადაიტანეს, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია გაუთიშეს

გვიან ღამით ზუგდიდიდან ინგირში კიდევ 2 ხე გადაიტანეს. ბიძინა ივანიშვილის ხეების გადასატანად მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო საპატრული პოლიცია, რეგიონის კეთილმოწყობის სამსახურები და ენერგოპრო. ხის გადატანას სირთულეებიც ახლდა. ტექნიკა რამდენჯერმე გამოვიდა მწყობრიდან. პრობლემები შეექმნა მოსახლეობასაც, გათიშული იყო ელექტროენერგია, არ მუშაობდა გაზგასამართი სადგურები. ზუგდიდისკენ მიმავალი მატარებელი 2 საათი გაჩერებულ იყო ხობში. მგზავრებს შორის იყვნენ მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები, რამდენჯერმე სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო. 5 დღეზე მეტია ზუგდიდში ცენტრალური შუქნიშნები მოხსნილია, რაზეც კომენტარს ადგილობრივ თვითმმართველობაში ამ დრომდე არ აკეთებენ. 

დღის ამბები