24 აპრილი 2024,   22:16
ვრცლად
„წყალტუბოს მერიას პასუხის გაცემა მოუწევს თუ რატომ გაფლანგეს 300 ათასი ლარი“ - ნიკა მელია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას „ნაციონალური მოძრაობა“ არამიზნობრივ ხარჯებში ადანაშაულებს. „ენმ-ის“ ლიდერი, ნიკა მელია და პარტიის წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მამუკა საღარეიშვილი აღნიშნავენ, საქმე 2 წლის წინ აშენებულ საბავშვო ბაღს ეხება, რომელიც დღესაც უფუნქციოდაა.

ტენდერით გათვალისწინებული 300 ათასი ლარის გარდა, ფუნდამენტის მშენებლობისთვის 30 ათასი ლარი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გამოიყო, რაც, ოპოზიციის თქმით, შესაძლო კორუფციულ სქემაზე მიუთითებს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაბამის ორგანოებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ააშენეს ეს საბავშვო ბაღი იმ სოფელში, სადაც ამის საჭიროება არ იყო, იმიტომ, რომ კორუფციული სქემა ამუშავდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მოუწევთ პასუხის გება და პასუხის გაცემა, როგორც მინიმუმ, წყალტუბოს მერიას, თუ რატომ გაფლანგეს 300 ათასი ლარი იქ, სადაც ამის საჭიროება არ არსებობდა,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

დღის ამბები