23 აპრილი 2024,   09:30
ვრცლად
სარკინიგზო კატასტროფას იტალიაში ორი ადამიანი ემსხვერპლა

სარკინიგზო კატასტროფას იტალიაში ორი ადამიანი ემსხვერპლა. ტურინის პროვინციაში სამგზავრო მატარებელი სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც შემადგენლობა ლიანდაგიდან გადავიდა და გარე განათების ბოძს დაეჯახა.

გარდაცვლილები მემანქანე და სატვირთო ავტომობილის მძღოლი არიან. ავარიის დროს 20 ადამიანიც დაშავდა, სამი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია და ლიანდაგზე გაჩერდა, რამაც შეჯახება გამოიწვია.

მატარებელი ტურინიდან ქალაქ ივრეაში მიემგზავრებოდა.

დღის ამბები