24 აპრილი 2024,   15:02
ვრცლად
ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი ე.წ. მატროსოვის საპყრობილეში წმინდა სინოდის წევრებმა მოინახულეს

ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის საპყრობილეში წმინდა სინოდის წევრებმა მოინახულეს. ინფორმაცია ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გაავრცელა.

საპყრობილეში მამა გიორგის მეუფე საბა და მეუფე ნიკოლოზი შეხვდნენ და ე.წ. ციანიდის საქმის დეტალებზე ისაუბრეს.

„ეს მათი პირველი შეხვედრა არის და შემიძლია გითხრათ, რომ იყო გარკვეულ საკითხებზე საუბარი და გარკვეული პოზიცია, შეხედულებები ორივე ეპისკოპოსს გააჩნია ძალიან ჯანსაღი. მათთვის წარმოუდგენელია ამდაგვარი რამის არსებობა,“ – განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ წმინდა სინოდის სხდომაზეც ისაუბრებენ ე.წ. ციანიდის საქმეზე.

დღის ამბები