19 აპრილი 2024,   10:51
ვრცლად
"ეს არის მტკიცებულება დანაშაულის დაფარვასთან დაკავშირებით" - შოთაძე "კურიერის" მიერ მოპოვებულ კადრებს გამოეხმაურა

ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ისაუბრა. მთავარი პროკურორი „შაბათის კურიერის“ მიერ მოპოვებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა, სადაც ჩანს, თუ როგორ მოინახულა სისხლიან გარჩევაში მონაწილე მოზარდები მაშინ ჯერ კიდევ პროკურატურის მაღალჩინოსანმა, მირზა სუბელიანმა.

შოთაძის განმარტებით, ეს კადრები არა მკვლელობის საქმეში, არამედ დანაშაულის დაფარვის საქმეში დევს.

„ეს არის ბრალდების მხარის მტკიცებულება. ადვოკატებმა იციან. ეს მასალები გაცვლილია და ყველა მხარეს, ვისაც უნდა ჰქონოდა ეს მტკიცებულება, აქვს. ეს მოიპოვა პროკურატურამ და შსს-მ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. არსებობდა ორი სისხლის სამართლის საქმე, თითოეულ ამ საქმეზე არსებულ ადვოკატებს თითოეული ამ საქმის მტკიცებულება გადაეცათ, ვინ რა ვერ ნახა, ვერ გავიგე. ტარიელ კაკაბაძე არ არის დანაშაულის დაფარვაზე ბრალდებული ხუთი ადამიანის ადვოკატი,“- განაცხადა ირაკლი შოთაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ "ეს არის მტკიცებულება დანაშაულის დაფარვასთან დაკავშირებით."

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებმა კი განცხადეს, რომ ეს კადრები საქმეში არ უნახავთ.

„იმ საქმეში, რომელშიც მე ვიცავ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ბრალად ედება დავით სარალიძის მკვლელობა, ასეთი კადრები, ასეთი მტკიცებულება საერთოდ არ არსებობს. მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებულია იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალი, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა და საერთოდ ასეთ მტკიცებულებაზე მითითებული არ არის, სასამართლოში ჩვენ დავასრულეთ ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა და ასეთი მტკიცებულება სასამართლოში არ გამოკვლეულა. პროკურატურამ არ გამოიძია სწორად აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, არ დადგინდა ის ჭეშმარიტება, რასაც სინამდვილეში ადგილი ჰქონდა. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს წაუყენა ბრალი და დააბრალა ისეთი დანაშაული, რომელიც მას საერთოდ არ ჰქონდა ჩადენილი. ჩვენ მივიღეთ ის, რომ საქმე სასამართლოში დაინგრა,“- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები