25 აპრილი 2024,   20:47
ვრცლად
ლაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპური-საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ უკრაინის თავზე სამგზავრო ბოინგი რუსებმა ჩამოაგდეს

საერთაშორისო საგამოძიებო კომისია ადასტურებს, რომ უკრაინის თავზე სამგზავრო ბოინგი რუსებმა ჩამოაგდეს. კომისიამ დაადგინა, რომ საზენიტო დანადგარი ბუკი რუსეთის 53-ე ბრიგადას ეკუთვნოდა, რომლის დისლოკაციის ადგილი ფსკოვშია. მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ლაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და დონბასის თავზე იმყოფებოდა, როდესაც სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გასროლილი რაკეტა მოხვდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 298 ადამიანი. რუსეთი თვითმფრინავის ჩამოგდებასთან კავშირს დღესაც კატეგორიულად უარყოფს. 

დღის ამბები