სოლსბერიში მოწამლული ყოფილი რუსი აგენტის ქალიშვილის ვიდეო-მიმართვას კრემლი ეხმაურება. ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის შეფასებით, ჩანაწერი ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს. დიმიტრი პესკოვის თქმით, ოფიციალური ლონდონი რუსეთის კონსულს იულია სკრიპალთან შეხვედრის საშუალებას ამ დრომდე არ აძლევს, ამიტომ უცნობია, ხორციელდება თუ არა მასზე რაიმე სახის ზეწოლა ან აკეთებს თუ არა ის განცხადებებს საკუთარი სურვილით. მოწამვლის შემდეგ ყოფილი რუსი აგენტის ქალიშვილი საზოგადოების წინაშე გუშინ პირველად გამოჩნდა. ვიდეომიმართვის დროს იულია სკრიპალმა იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღეს რუსეთში დაბრუნდება, თუმცა რუსეთის საელჩოს დახმარებაზე კვლავ უარი თქვა.