19 აპრილი 2024,   17:10
ვრცლად
საქართველოს შეიარაღებული ძალების რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

ავღანეთიდან სამშობლოში საქართველოს შეიარაღებული ძალების რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული დაბრუნდა.

პირად შემადგენლობას გენერალური შტაბის უფროსმა და შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება და მისიის წარმატებით შესრულება მიულოცა.

ქვედანაყოფთან ერთად სამშობლოში ავღანეთში სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობაც დაბრუნდა.

ქართული ქვედანაყოფი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდა. მათი მთავარი ამოცანა დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბ-ბინის უსაფრთხოება და ბაზის პერიმეტრის კონტროლი იყო.

რეინჯერთა ბატალიონის ასეული II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა, რომელიც საქართველოს სახელით "მტკიცე მხარდაჭერის" პროგრამაში მონაწილეობას გააგრძელებს.

დღის ამბები