25 აპრილი 2024,   14:54
ვრცლად
ძიუდოისტების პროტესტი გრძელდება - სპორტსმენები კვირას პარლამენტის წინ მასშტაბურ აქციას აანონსებენ 

ძიუდოისტები პროტესტს აგრძელებენ და დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. სპორტსმენების თქმით, სანამ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებს, ვარჯიშზე კვლავაც უარს იტყვიან. 

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ოპონენტებს 5 პუნქტად გაწერილი მოთხოვნები გაუგზავნა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, ის მზად იყო, დაეტოვებინა თანამდებობა, თუმცა სპორტსმენებისთვის დავით ქევხიშვილის მოთხოვნები მიუღებელი აღმოჩნდა

კვირას 5 საათზე ძიუდოისტები პარლამენტის წინ მასშტაბურ აქციას აანონსებენ და გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„როცა გამოდის დავით ქევხიშვილი და იძახის, რომ მათ დაასახელონ ისეთი პიროვნება, ვინც უშუალოდ შეძლებს ამ პრობლემების გამოსწორებას, თუ ის იყო. თუ ის კიდევ ვერ ხვდება, რომ აქ პრობლემები ნამდვილად იყო და ჩვენ უაზროდ არ ვსაუბრობდით, მაშინ კიდევ ერთხელ ვიძახი და ვადასტურებ, რომ მასთან მუშაობა შეუძლებელია,“- განაცხადა ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა.

დღის ამბები