20 აპრილი 2024,   04:04
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა გურამ დოჩანაშვილი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა. მათ შორის არიან მწერალი გურამ დოჩანაშვილი და მხატვარი გიორგი ალექსი- მესხიშვილი. კონკურსზე სულ 62 განაცხადი შევიდა, სპეციალურმა კომისიამ კი 6 გამარჯვებული გამოავლინა.

„ჩვენი დღევანდელი შეკრება არის ნაწილი იმ კვირის , როდესაც ჩვენ ერთად ვემზადებით ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის, ჩვენი პირველი რესპუბლიკის ასი წლის აღსანიშნავად. ეს იყო მომენტი ჩვენს ისტორიაში, როდესაც დამოუკიდებლობა შეძენილმა ერმა განსაზღვრა რანაირად უნდა ჩამოეყალიბებინა თავისი თავისუფალი არსებობა. ჩვენ ვზეიმობთ დღეს რადგანაც ჩვენ საამაყოდ გვაქვს საქმე. საამაყოდ გვაქვს საქმე თქვენი შემოქმედებიდან, თქვენი  შრომიდან და თქვენი მოღვაწეობიდან გამომდინარე,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები