19 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
"არავითარ ბოდიშს არ იმსახურებს ამ წერილის გამომქვეყნებელი ორგანიზაცია" - ნიკა გვარამია საპატრიარქოს პასუხობს

საქართველოს საპატრიარქოს, რომელმაც „რუსთავი 2-ს“ ბოიკოტი გამოუცხადა, სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორმა უპასუხა.

ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ იმ ერთი ჯგუფის განცხადებაა, რომელსაც საპატრიარქოში განსაკუთრებული გავლენა აქვს.

„საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ ბოდიშის მოხდაც არ გვიჭირს, შეცდომების აღიარებაც არ გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვითარებაში სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არც საბოდიშო არაფერი გვაქვს და არც შეცდომა არ დაგვიშვია. ძალიან სამწუხაროა თუ ვინმეს პირადი გრძნობები შეილახა, ეს არ ყოფილა მიზანი, მიუხედავად ამისა, ამის გამო ვწუხვარ, მაგრამ არავითარ ბოდიშს არ იმსახურებს ამ წერილის გამომქვეყნებელი ორგანიზაცია, შავრაზმული, ქვეყნის და ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფება ადამიანებისა, რომლებიც პირდაპირ აღვივებენ შუღლს ადამიანებს შორის და ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საპატრიარქომ გავრცელებულ განცხადებაში სამღვდელოებას და მრევლს  მოუწოდებს, "რუსთავი 2-თან" ურთიერთობა შეწყვიტონ, ინტერვიუ  არ მისცენ და  მის გადაცემებში მონაწილეობა არ მიიღონ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები