23 ივნისი 2018,   16:05
ვრცლად
ხელვაჩაურის 10 სოფელი ეპიდემიის ზღვარზეა - ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ონკანში წყალს ჭიები და ხვლიკები მოჰყვება

ხელვაჩაურის 10 სოფელი ეპიდემიის ზღვარზეა - წყალი სოფლებში იმდენად დაბინძურებულია, რომ სასმელად უვარგისია. ადგილობრივები ყვებიან, რომ ხშირად ონკანში წყალს ჭიები და ხვლიკები მოჰყვება.

მდგომარეობა განსაკუთრებით წვიმის შემდეგ მძიმდება, წყალსაცავში დაგროვებულ წყალს ჭიებთან ერთად დიდი რაოდენობით ქვიშაც მოჰყვება, ასეთ წყალს მოსახლეობა სარეცხადაც ვერ იყენებს.

ეს პრობლემა ადგილობრივებს უკვე მეხუთე წელია აქვს. მართალია, მერიამ ახალი წყალსაცავი გააკეთა, თუმცა, წყლის დასუფთავებაზე არავის უზრუნია.

ხელვაჩაურის წყალმომარაგებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან ათ მილიონზე მეტი ლარი დახარჯა, სოლიდური თანხის მიუხედავად, მოსახლეობა ისევ სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი, დაბინძურებულ წყალს კი ხალხი მხოლოდ სარწყავად იყენებს.

ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები წყალმომარაგების სამუშაოებში კორუფციის ნიშნებს ხედავენ და აუდიტის სამსახურს საქმის შესწავლისკენ მოუწოდებენ.

კორუფციის ბრალდებას ხელვაჩაურის მერი კატეგორიულად უარყოფს, დახარჯულ დიდი ოდენობით თანხას კი გადაუდებელი სამუშაოებით ხსნის.

დახარჯული 15 მილიონის მიუხედევად. დაწყებული სამუშაოების დასასრულებლად ხელვაჩაურის მერიას დამატებით კიდევ რამდენიმე მილიონი ესაჭიროება. წყალმომარაგების პროექტი 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს.

დღის ამბები