19 აპრილი 2024,   05:12
ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილება აგვისტოს ომზე - საერთაშორისო ექსპერტები ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებზე საუბრობენ

რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება, სტრასბურგში მიმდინარე სასამართლო პროცესი, - თბილისში მყოფი გავლენიანი საერთაშორისო ექსპერტები ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებზე საუბრობენ.

ისინი საქართველოში „ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრის“ მოწვევით საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ.

ისინი, პირველ რიგში, სტრასბურგში გამართულ სასამართლო პროცესს განიხილავენ.

აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ ვილსონის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენება ვეღარ შეძლოს.

„დღის წესრიგში სულ უნდა იდგეს საკითხი, რომ საქართველო რუსეთის მიერ არის დაპყრობილი და რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, დაიღუპნენ საქართველოს მოქალაქეები, ცოტა ხნის წინანდელი ინციდენტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. სასამართლო კი არის გზა, რომელიც ნათელს მოჰფენს ამ პროცესს. უმთავრესია, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენება, საქართველოს რომ ჰქონდეს საშუალება თავი დაიცვას, სამხედრო, უსაფრთხოების და სამართლებრივი გზით,“ - განაცხადა ვილსონმა.

ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში, დევიდ კრამერი აცხადებს, რომ საქართველოს გვერდით დღეს გაცილებით მეტი ქვეყანა დგას.

„საქართველომ დაამტკიცა, რომ დასავლეთს ეკუთვნის. წარსულის გამოცდილებით ვისწავლეთ, რომ საქართველოს მხარში უნდა დავუდგეთ არამხოლოდ რუსული აგრესიის დროს არამედ იმისთვის რომ ქვეყნა განვითარდეს და ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს,“ - განაცხადა კრამერმა,

ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი და ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ხვალ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციაში "თავისუფლების დღის წესრიგი მომავალი 100 წლის განმავლობაში" მიიღებენ.

დღის ამბები