20 აპრილი 2024,   17:21
ვრცლად
საპატრიარქოს და ხელისუფლებას სურს გამოხატვის თავისუფლებას, „რუსთავი2“-ს ხელები გადაუგრიხოს - სამოქალაქო სექტორი საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-თან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართულ გადაწყვეტილებად აფასებენ, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მათი თქმით, ტელეკომპანიისთვის ბოიკოტის გამოცხადება სხვა არაფერია თუ არა კრიტიკის შიში. 

„შანტაჟის ქვეშ არის ხელისუფლება საპატრიარქოს მხრიდან. ხელისუფლებასაც სურს და საპატრიარქოსაც სურს, რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას ზოგადად, მათ შორის „რუსთავი2“-ს ხელები გადაუგრიხოს,"-განაცხადა ჟურნალ ”ლიბერალის” რედაქტორმა ზურაბ ვარდიაშვილმა. 

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ საპატრიარქოს ამ პოზიციას ხელისუფლებაც მხარს უჭერს.

„მათი მოთხოვნები, რომელსაც ძირითადად დიდი გავლენა აქვს ხოლმე ქართულ პოლიტიკაზე, შეეხება ისეთ საკითხებზე რეგულაციის დაწესებას, რომელიც დაცულია კონსტიტუციით. ეს არის გამოხატვის თავისუფლება. საპატრიარქოს, როგორც ერთ-ერთ დიდ ინსტიტუციას, რომელსაც საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი აქვს, ბუნებრივია აქვს გარკვეული გაუცხოვება და შიში კრიტიკის. ამიტომ ამ კრიტიკისგან თავის დაცვას ცდილობს არა სიტყვაზე სიტყვის პასუხით, აზრზე აზრის პასუხით, არამედ დუმილის დაწესებით,“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

საპატრიარქომ გადაცემა "არჩევანის" წამყვანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, სადაც გიორგი გაბუნია ღვთისმშობელზე საუბრობდა, სამღვდელოებას და მრევლს  მოუწოდა, "რუსთავი 2-თან" ურთიერთობა შეწყვიტონ. 

დღის ამბები