25 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
სიტყვისა და თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული - ოპოზიცია "რუსთავი2"-თან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-თან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას და ბოიკოტის გამოცხადებას, არასაპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება.

პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული, რის შეზღუდვასაც ხელისუფლება ცდილობს.

„ხელისუფლებას სურს მაქსიმალურად შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება, ის რომ ხელისუფლებას სურს მაქსიმალურად მოუჭიროს მარყუჟები, რომ ის ძალაუფლება, რომელიც მას უკვე ეცლება ხელიდან იმის გამო, რომ მან დაპირებები ვერ შეუსრულა ქართველ ამომრჩეველს, ეს ფაქტია. მე ვარ ეკლესიის ერთგული შვილი და მივცემ „რუსთავი2“-ს აუცილებლად ინტერვიუს, იმიტომ, რომ აქ მაქვს საშუალება დავაფიქსირო ჩემი პოზიცია,“-აცხადებს ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.

პოლიტიკოსების შეფასებით, რელიგიის შეურაცხმყოფელი ქმედება დასაგმობია, თუმცა გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

„ღვთისმშობლის მოხსენიება გარდა როგორც სიწმინდისა, სხვა კონტექსტში, ჩემთვის როგორც მართლმადიდებლისთვის მიუღებელია, მაგრამ არის მეორე საკითხი - ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, სიტყვისა და თავისუფალი აზრის გამოთქმის, რაც გარანტირებული უფლებაა ნებისმიერი ადამიანის და ნებისმიერი ადამიანი გამოხატავს ამას ისე, როგორც თვლის. აქედან გამომდინარე, „რუსთავი2“-ზე გადატანა აქცენტების, რომ ტელევიზია ბრლაშია რაღაცის, არის მიუღებელი,“-განაცხადა ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაიამ.

საპატრიარქო გავრცელებულ განცხადებაში სამღვდელოებას და მრევლს მოუწოდებს, "რუსთავი 2-ს ბოიკოტი გამოუცხადონ და მასთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები