19 აპრილი 2024,   22:39
ვრცლად
26 მაისი - დედაქალაქში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის ემზადებიან 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით დღის ბოლოს ტრანსპორტისთვის ჩაიკეტა მოძრაობა რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. 

ტერიტორია მხოლოდ კვირას დილით გაიხსნება. მიმდინარეობს სცენის მონტაჟი ვარდების მოედანთან, სადაც გალა კონცერტი იგეგმება. ორგანიზატორების თქმით, ყველა სიმღერა გასული საუკუნის კონკრეტულ პერიოდს ასახავს.

კიდევ ერთი სცენა თავისუფლების მოედანზე იქნება, სადაც ახალწვეულები დადებენ ფიცს - მათი ნაწილი სიმბოლურად საუკუნის წინანდელ ფორმებში იქნება გამოწყობილი.

ოფიციალური ვიზიტების გარდა, ქვეყნის მასშტაბით გაიმართება სხვადასხვა სახის გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები. თავისუფლების მოედანზე გამოიფინება სამხედრო ტექნიკა.

ამავე თემაზე
დღის ამბები