26 აპრილი 2024,   00:37
ვრცლად
თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა და ცენზურის მოთხოვნა - სერგო რატიანი საპატრიარქოს განცხადებას აფასებს

"მოწოდება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისკენ აზიანებს არამარტო საჯარო სივრცეს და თავისუფალ სიტყვას, აზიანებს ეკლესიასაც"-  "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც "რუსთავი2"-სთვის ბოიკოტის გამოცხადებაზეა საუბარი. 

საქართველოს საპატრიარქო ბოიკოტის მოწოდების გარდა, ხელისუფლებასაც მიმართავს და საზოგადოების დამცავი სამართლებრივი მექანიზმების შემოღებისკენ მოუწოდებს. 

სერგო რატიანი საპატრიარქოს მიმართვას, მიუღებელს უწოდებს და ცენზურის დაწესების მოთხოვნად აფასებს.

"ევროპული საქართველოს" წევრი პარალელს რუსეთის იმპერიის დროს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობასთან ავლებს, როცა ეკლესია ხელისუფლებას ექვემდებარებოდა.

"მოწოდება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისკენ აზიანებს არამარტო საჯარო სივრცეს და თავისუფალ სიტყვას აზიანებს ეკლესიასაც. უნდა გავიხსენოთ, რომ იქ სადაც ცენზურა არსებობდა და ცენზურა ეხებოდა მაგალითად ვაჟა ფშაველას, აკაკის ან ილიას, იქ ეკლესიაც იყო დაქვემდებარებული. რუსეთის იმპერიაში ეკლესია იყო დაქვემდებარებული სახელმწიფოს და სასულიერო პირები იყვნენ ჩინოვნიკები.
ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ თავისუფალ მედიას, უნდა გავუფრთხილდეთ „რუსთავი2“-ს და სწორედ ამიტომ სოლიდარობას ვუცხადებ რუსთავი2“-ს და კერძოდ გიორგი გაბუნიას“-აცხადებს სერგო რატიანი.

სერგო რატიანი სამაუწყებლო კომპანიას და გადაცემა „არჩევანის“ წამყვანს სოლიდარობას უცხადებს.

დღის ამბები