20 აპრილი 2024,   05:14
ვრცლად
მალაიზიური ბოინგის კატასტროფა - მაკრონი პუტინს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს 

საფრანგეთის პრეზიდენტი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დასკვნას ეხმაურება, რომელიც მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებას ეხება. განცხადება ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე გააკეთა.  

მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტს გამოძიებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ლიდერთა შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

ლიდერებმა განიხილეს ირანის ბირთვული გარიგება და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზეც ილაპარაკეს.

დღის წესრიგში ასევე იდგა სირიის კრიზისი და ჩრდილო კორეის საკითხიც. მაკრონმაც და პუტინმაც შეერთებულ შტატებსა და ფხენიანს მოუწოდეს შეხვედრის აღსადგენად იმუშაონ.

დღის ამბები