18 აპრილი 2024,   21:17
ვრცლად
გია ხალვაში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის მფარველობაში აჭარის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი 2-ის“ მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს ეხმაურება, საიდანაც გაირკვა, რომ ბათუმში ერთ-ერთი აფთიაქი ფსიქოტროპულ წამლებს ურეცეპტოდ არასრულწლოვნებზეც ყიდის.

ყოფილი პოლიციელი, გია ხალვაში აცხადებს რომ ე.წ. სააფთიაქო ბიზნესს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მფარველობს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, დღეს ბათუმში აფთიაქმა კიდევ განაგრძო მუშაობა და კვლავ ყიდის ფსიქოტროპულ აბებს.გია ხალვაში ხელისუფლებას რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

„კურიერმა“ ექსპერიმენტით გაარკვია, რომ ბათუმში ერთ-ერთი აფთიაქი წამლებს ურეცეპტოდ არასრულწლოვნებზეც ყიდის. პრეპარატი, რომელსაც ხშირად ახალგაზრდები ნარკოტიკული თრობისთვის იყენებენ, მოზარდმა ბათუმის ერთ-ერთ აფთიაქში ურეცეპტოდ შეიძინა. 

დღის ამბები