19 აპრილი 2024,   09:29
ვრცლად
ავსტრალია და ნიდერლანდები უკრაინაში სამგზავრო ბოინგის ჩამოგდებაში რუსეთს ოფიციალურად ადანაშაულებენ 

ავსტრალია და ნიდერლანდები უკრაინაში სამგზავრო ბოინგის ჩამოგდებაში რუსეთს ოფიციალურად ადანაშაულებენ. მათ ერთობლივ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც წერია:

„დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა საზენიტო-სარაკეტო დანადგარის "ბუკის" განლაგებაზე, რომლითაც 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების ბოინგი ჩამოაგდეს“.

ავსტრალია და ნიდერლანდები რუსეთს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებენ, თუმცა საერთაშორისო სასამართლოში დავის დაწყებასაც არ გამორიცხავენ.

საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ ბუკი, რომელიც დონბასის თავზე თვითმფრინავის ჩამოსაგდებად გამოიყენეს, რუსეთის 53-ე ბრიგადას ეკუთვნოდა.

დღის ამბები