16 აპრილი 2024,   12:45
ვრცლად
თბილისში ევროკომისიის პრეზიდენტს ელოდებიან

ამ წუთებში თბილისში ევროკომისიის პრეზიდენტს ელოდებიან. ჟან კლოდ იუნკერი საქართველოში პირველად ჩამოდის და ის ქვეყნის დამოუკიდელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. პირველ შეხვედრას ის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. მას აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ელოდება.

„პრეზიდენტი იუნკერი საქართველოში პრეზიდენტ მარგველაშვილის მოწვევით ჩამოვა. მნიშვნელოვანია, როდესაც ორი პრეზიდენტი შეხვედრა ერთმანეთს ბრიუსელში შეთანხმდნენ საქართველო-ევროკავშირის ახალ უმაღლესი დონის ფორმატზე. რაც გულისხმობს უმაღლეს დონის თანამშრომლობას ყველა იმ  აქტუალურ საკითხზე, რომელიც არის დღის წესრიგში, საქართველო-ევროკავშირს შორის. ცხადია, საუბარი შეეხება საქართველოს კიდევ უფრო მეტ ევროინტეგრაციას ევროპული მიმართულებით.

პრეზიდენტი იუნკერი არის მხარდამჭერი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის. საჭიროა უფრო მეტი აქტიური და პრაქტიკული მექანიზმების ამოქმედება რათა მივიღოთ უფრო მეტი შედეგი ჩვენსა და ევროკავშირის თანამშრომლობას შორის“-განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტის საქართველოში პირველი ვიზიტი ევროპული მხარდაჭერის ნათელი ჟესტია. ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ჟან კლოდ იუნკერთან შეხვედრისას განხილული იქნება ის მაღალი დონის ფორმატი, რომელიც ევროკომისიასთან ურთიერთობის კუთხით შეთანხმდა.

„ერთ-ერთი მთავარი თემა, ალბათ, განხილული იქნება ის ახალი ფორმატი, რომელიც შეთანხმდა ევროკომისიის პრეზიდენტის თანხმობით და მისი მონაწილეობით, რომელიც შემოგვთავაზებს საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის შესაბამისი კომისრების ჩართულობას და მიმართული იქნება საქართველოს სექტორალური ინტეგრაციისადმი“-განაცხადა მახარობლიშვილმა.

დღის ამბები