20 აპრილი 2024,   18:13
ვრცლად
დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე - ღონისძიებებისთვის მზადება ამ წუთებშიც მიმდინარეობს

რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი. ამ წუთებში 26 მაისისთვის მზადება მიმდინარეობს.

საზეიმო ღონისძიება ხვალ 12:00 საათზე დაიწყება. თავისუფლების მოედანზე ახალწვეულები ფიცს დადებენ. ახალწვეულების ფიცის დადება გაიმართება ხუთ სხვადასხვა რეგიონში.

თავისუფლების მოედანზე ადგილს დაიკავებენ საჯარისო შენაერთები, მათ შორის სამხედრო ლიცეუმის კადეტები იქნებიან.

აღიმართება ეროვნული დროშა, რის შემდეგ წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.

თავისუფლების მოედანზე ასევე გამოიფინება სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, მათ შორის პირველად იქნება წარმოდგენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი.“

რუსთაველის გამზირზე  სხვადასხვა უწყების სტენდები გამოიფინება. დამოუკიდებლობის დეკლარაციას მსახიობი ზაალ ჩიქობავა წაიკითხავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები