20 აპრილი 2024,   06:02
ვრცლად
საკრებულოში კომპანია „ას ჯორჯიასა“ და მერიას შორის გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაზე იმსჯელეს

საკრებულოში კომპანია „ას ჯორჯიასა“ და მერიას შორის გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაზე იმსჯელეს.

თბილისის მერმა, კახი კალაძემ რამდენიმე წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების პირობები შეცვალა და კომპანიას ნაკისრი ვალდებულებები მოუხსნა.

ახლა კომპანია „ას ჯორჯია,“ რომელიც პროექტ „დირსის“ ავტორია, 15 ჰექტარზე სკვერს და საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს. „ას ჯორჯიამ“ აღნიშნული მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად შეიძინა.

თავდაპირველად კომპანიას დენდროლოგიური პარკის მშენებლობის ვალდებულება ჰქონდა აღებული, რაც ახალი ხელშეკრულების შემდეგ მოეხსნა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი მმართველი გუნდის წევრებს მოუწოდებს, რომ აღნიშნული წინადადება არ დაამტკიცონ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს ხელშეკრულება გაცილებით მომგებიანია.

დღის ამბები