19 აპრილი 2024,   07:36
ვრცლად
მარნეულში 56 წლის ქალი გოგონების, მათ შორის, არასრულწლოვნების გაქირავებისთვის დააკავეს

მარნეულში 56 წლის ქალი გოგონების, მათ შორის, არასრულწლოვნების გაქირავებისთვის დააკავეს. მას პოლიციაში ერთ-ერთმა მსხვერპლმა გოგონამ მას შემდეგ უჩივლა, რაც დაწესებულებიდან გამოპარვა მოახერხა.

56 წლის ქალბატონი სამართალდამცველებმა მარნეულში იმ დაწესებულებაში აიყვანეს, სადაც გოგონებს იძულებით ამუშავებდა.

მსხვერპლი ყვება, რომ მისი კლიენტები ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებიც იყვნენ. იხსენებს, რომ პირველად მან დახმარებისთვის სწორედ მარნეულის პოლიციას მიმართა, თუმცა, მათ გოგონას დასახმარებლად არაფერი გააკეთეს.

დაკავებულის შვილები ამტკიცებენ, რომ დედა 7 წლის განმავლობაში მარნეულში მართლაც მუშაობდა, თუმცა მისი საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

56 წლის ქალბატონს ბრალი ადამიანით ვაჭრობისთვის უკვე წარედგინა, მას 12-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები