19 აპრილი 2024,   04:10
ვრცლად
ეს იყო მიზანი, რომ, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს აღენიშნა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღე - მიხეილ გიორგაძე

კულტურისა და სპორტის მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა.

მიხეილ გიორგაძე რუსთაველის გამზირზე იმყოფება, სადაც 26 მაისთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. 

„ეს იყო მიზანი, რომ, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს აღენიშნა ჩვენი ქვეყნისთვის ამდენად მნიშვნელოვანი დღე,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე უწყების სტენდია წარმოდგენილი. პარლამენტის შენობის წინ წარმოდგენილია ექსპოზიცია - „პოსტერი 100“, რომელშიც 100-მა არტისტმა მიიღო მონაწილეობა.  

რუსთაველის გამზირზე „გარდენია-შევარდნაძის“ ყვავილების ფესტივალი მიმდინარეობს.

პარლამენტის შენობის წინ საბავშვო სცენაა წარმოდგენილი, სადაც სხვადასხვა ანსამბლი გამოვა მთელი დღის განმავლობაში. რუსთაველის გამზირზე მოწყობილია სპორტული და გასართობის სივრცეები. ასევე წარმოდგენილია ღია კინო-თეატრი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები