20 აპრილი 2024,   13:20
ვრცლად
საქართველოს რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს "ევროპული საქართველო" შეუერთდა

საქართველოს რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ევროპული საქართველო შეუერთდა. პარტიის ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე ფოტოგამოფენა მოეწყო.

დამთვალიერებლებს და უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, 1918 წლიდან 2018-მდე მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების ამსახველი ფოტომასალა ნახონ.

ევროპული საქართველოს ლიდერებმა საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ეს სამი წელი კალენდარულად ძალიან ცოტა იყო, მაგრამ ამ სამმა წელმა ძალიან ბევრი რამ განაპირობა მომდევნო ამ 100 წლის განმავლობაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მივულოცო იმიტომ, რომ ეს არის მთავარი ჩვენი დღესასწაული. დღეს ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ და ერთმანეთს მხოლოდ მომავალზე უნდა ვესაუბროთ, მხოლოდ კარგზე და მხოლოდ პერსპექტივაზე,“ - განაცხადა ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის გენერალური მდივანმა, გიგი უგულავამ.

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, აღნიშნავს, რომ 100 წლის წინ მიღწეული მონაპოვარი დღევანდელმა თაობამ უნდა დაიცვას.

დღის ამბები