25 აპრილი 2024,   17:41
ვრცლად
ისტორიულ დროს და ისტორიულ ადგილზე - დღევანდელ პიონერთა სასახლეში, საქართველოს ისტორია განმეორდა

1918 წლის 26 მაისი, 17 საათი და ათი წუთი - ეს არის სწორედ ის დრო, როცა ერთი საუკუნის წინ ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ისტორიულ დროს და ისტორიულ ადგილზე - დღევანდელ პიონერთა სასახლეში, 100 წლის წინ კი გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში საქართველოს ისტორია გააცოცხლეს.

დარბაზში ისტორიის გაცოცხლების დროს ნოე ჟორდანიამ ეროვნულ საბჭოს დამოუკიდებლობის აქტი გააცნო და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად მიიღეს.

დღის ამბები