16 აპრილი 2024,   10:37
ვრცლად
ესტონეთის საგარეო უწყება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სიმღერით ულოცავს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სიმღერით ულოცავს.

„ბედნიერები ვართ, რომ აღვნიშნავთ ჩვენი დიდებული მეგობრის - საქართველოს, 100 წლის იუბილეს,“ - წერს საგარეო უწყება და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანამ მიმართვები გაავრცელა. 26 მაისის მოსალოცად საქართველოში შვიდი ქვეყნის ლიდერი და დელეგაციები ჩამოვიდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები