25 აპრილი 2024,   19:17
ვრცლად
"ძალიან რთული არის, იყო ის გზა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ - ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის" - კახა კალაძე

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გვიან ღამით დასრულდა. კონცერტი ჰიმნით - „დიდება“ გაიხსნა და „თავისუფლების“ ახლებური შესრულებით დაიხურა. შესრულდა 5 კომპოზიტორის ნაწარმოები - ყველა მათგანი გასული საუკუნის კონკრეტულ პერიოდს ასახავდა. ამის კიდევ უფრო კარგად აღსაქმელად კი გამოყენებული იყო სპეციალური ხმოვანი არქიტექტურა.

კონცერტს თბილისის მერი მერის მოადგილეებთან ერთად დაესწრო. კახი კალაძემ შეკრებილების სიტყვით მიმართა და მათ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ძალიან რთული არის, იყო ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ - ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ბრძოლდა თავისუფლებისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ,"-აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები