დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო გალა კონცერტი ოპერაში-ფუნიკულიორზე გამართულ მიღებამდე საქართველოს პირველი პირის და მთავრობის წევრები, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად კონცერტს დაესწრნენ.
ღონისძიებაზე ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრმა დაუკრა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ასევე მილანის ლა სკალას, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის, ვენის, ბერლინისა და მსოფლიოს სხვა მრავალი საოპერო თეატრების წამყვანმა სოლისტებმა. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სუხიშვილების ნაციონალურმა ბალეტმა. კონცერტს დაესწრნენ საერთაშორისო დელეგაციები, საქართველოს ისტორიული დიასპორისა და უცხოეთში ქართული სათვისტომოების წარმომადგენლები.