19 აპრილი 2024,   19:04
ვრცლად
26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნა

26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნა. საგარეო უწყების ინფორმაციით, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდა მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. მათ შორის ლიუბლიანის ციხესიმაგრე, თურქეთში, ანკარაში სასტუმრო „შერატონის“ შენობა. კორეაში, სეულის მუნიციპალიტეტის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობები. საბერძნეთში, თესალონიკის მერია ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ასევე განათდა ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში ხიდები და ქალაქის ღირსშესანიშნაობა, სამი ჯვრის მონუმენტი. ლატვიაში, იურმალას ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ქართული სტენდი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს ესტონეთში, ირლანდიაში, სლოვაკეთში, ბრაზილიაში, დანიასა და ეგვიპტეში.  უკვე ტრადიციულად ქართული ჩოხით შეიმოსა ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო პატარა ბიჭუნა.

დღის ამბები