20 აპრილი 2024,   07:19
ვრცლად
14 ბინის ძარცვისთვის დაკავებული 5 ქართველი-ესპანელმა სამართალდამცავებმა ორგანიზებული ჯგუფი აიყვანა

ესპანელმა სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 ქართველი წევრი დააკავეს. სპეცოპერაცია ქალაქ ალმერიასა და მადრიდში ჩატარდა. ეჭვმიტანილებს 14 ბინის ძარცვა ედებათ ბრალად. მათ შორის 4 მამაკაცი, ერთი კი ქალია. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ყოველი დანაშაულის ჩადენისას წინასწარ მოფიქრებული გეგმით მოქმედებდნენ. ჯგუფის კვალზე სამართალდამცველები 2018 წლის იანვრიდან გავიდნენ. მათი დაკავება კი იმ დროს მოხდა, როდესაც ეჭვმიტანილები მორიგი ძარცვის შემდეგ შემთხვევის ადგილს ავტომობილით ტოვებდნენ. ჩხრეკის დროს პოლიციამ დიდი რაოდენობით მოპარული ნივთები და ინსტრუმენტები აღმოაჩინა, რომელთა დახმარებითაც დაკავებულები ბინებში შედიოდნენ. 

დღის ამბები