25 აპრილი 2024,   05:51
ვრცლად
სირიაში 4 რუსი სამხედრო დაიღუპა

სირიაში 4 რუსი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაცია მედიაში გავრცელების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. შემთხვევა დამასკოს მახლობლად, დეირ ალ ზორის რაიონში მოხდა. თავდაცვის უწყების ცნობით, მებრძოლების იერიშის შედეგად ორი რუსი სამხედრო მრჩეველი ადგილზე დაიღუპა, 5 დაშავებული კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ორი მათგანის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. შოიგუს უწყების მტკიცებით, საბრძოლო მოქმედებები ერთ საათს გაგრძელდა. შედეგად სირიის სამთავრობო ძალებმა და რუსმა სამხედროებმა 40-ზე მეტი მოწინააღმდეგე მოკლეს. 

დღის ამბები