25 აპრილი 2024,   19:15
ვრცლად
"უნდა წასვლა მაგრამ არ უშვებენ... ქეჩოთი უჭირავთ ქევხიშვილი დაჭერილი და მართავენ"-ზვიადაური ძიუდოისტების აქციაზე მივიდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე ძიუდოისტთა აქციაზე ზურაბ ზვიადაური მივიდა. სპორტსმენები უკვე რამდენიმე კვირაა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავენ. თუმცა არც ერთ შეკრებაზე ოლიმპიური ჩემპიონი არ გამოჩენილა. დღეს კი ზურაბ ზვიადაური აქციაზე მივიდა და ძიუდოისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით ქევხიშვილოს აქვს სურვილი, რომ გადადგეს, თუმცა მას ამის საშუალებას არ აძლევენ. 

„დარწმუნებული ვარ თვითონ უნდა წასვლა მაგრამ არ უშვებენ ვიღაც ვიღაცეები. ასე უჭირავთ ქეჩოთი ქევხიშვილი და არ უშვებენ. საძმაკაცო ჰყავს, ოჯახური კლანი ჰყავს  მართავენ ქევხიშვილს. არ უშვებენ და მართავენ ქევხიშვილს,“-განაცხადა ზურა ზვიადაურმა თუმცა კონკრეტულად ვის გულისხმობს ის პირებში, რომლებიც მისი თქმით ქევხიშვილს მართავენ, ოლიმპიურ ჩემპიონს არ დაუსახელებია. 

დღის ამბები