24 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს არამიზნობრივი ხარჯები - IDFI-ს კვლევა

5 წელში გაცემული 2 მილიონამდე ლარის პრემია-დანამატები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს არამიზნობრივ ხარჯებზე ანგარიში "თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" დღეს გამოაქვეყნა.

176 ათას 150 ლარად Toyota Land Cruiser 200 საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შარშან შეიძინა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძვირადღირებული ავტომობილის შესყიდვას არასამთავრობო სექტორში არამიზნობრივ ხარჯად აფასებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებში საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილ სისტემურ ხარვეზებზეც მიუთითებენ. გაუმჭვირვალე და ხშირად დაუსაბუთებელია მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყების მოთხოვნა. 

IDFI-ს არაოფიციალური ინფორმაციით, განსხვავებული აზრის გამო ”დასჯილი მოსამართლეები” გიორგი კვერეჩხილაძე, ირინა იმერლიშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან. 

განსხვავებული აზრის გამო დაწყებულ შესაძლო დისციპლინურ საქმეებს მოსამართლეების დაშინებისა და დამორჩილების მცდელობად აფასებენ ოპოზიციაში.

მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინური საქმეების დაწყების საფუძვლები, მოქმედი კანონმდებლობით რომ ბუნდოვანია, ამას უმრავლესობაშიც აღიარებენ. 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

დღის ამბები